მთავარ შიგთავსზე გადასვლა

რას აკეთებს sendsms.ge

ექვსი რამ, რაც ერთ პანელშია — SMS-ის გაგზავნიდან იმის ცოდნამდე, ვის მიუვიდა. ყველაფერი ქართულად, ბარათის მითითების გარეშე დასაწყებად.

SMS-ის გაგზავნა

ერთი ტექსტი ერთ ან რამდენიმე ათას ნომერზე.

აირჩიე შენი სათაური, ჩასვი ნომრები და დაწერე ტექსტი. ნომრები შეიძლება მძიმით, ხაზებით ან ფაილიდან ჩასვა — არასწორი და გამეორებული ნომრები ავტომატურად გაიფილტრება, ისე რომ ბალანსი ტყუილად არ დაიხარჯოს.

  • ველის ქვეშ ჩანს, რამდენ SMS-ად დაიყოფა ტექსტი და რატომ
  • დუბლიკატი ნომრები ერთდება ავტომატურად
  • ყველა ქართული ოპერატორი — მაგთი, სილქნეტი, ქლაუდნაინი

კონტაქტების სიები

შენი მისამართების წიგნი, დაჯგუფებული ისე, როგორც შენ გინდა.

შექმენი სია სახელით — „ვებ დიზაინი", „IT Security", „VIP მომხმარებლები" — და შეავსე ხელით ან Excel/CSV ფაილიდან. სვეტები (სახელი, გვარი, ნომერი) ავტომატურად ცნობა, დუბლიკატები და არასწორი ნომრები კი ატვირთვისას გამოტოვდება და დათვლილი გამოჩნდება.

  • Excel (.xlsx) და CSV — სვეტების ავტომატური ამოცნობით
  • ძებნა სახელით ან ნომრით სიის შიგნით
  • სიის ჩამოტვირთვა უკან, CSV-ად

კამპანიები სახელით

მასობრივი გაგზავნა, სადაც თითოეული თავის სახელს ხედავს.

დაწერე ტექსტში {saxeli} ან {gvari} და თითოეულ მიმღებს თავისი მონაცემები ჩაესმევა. კამპანიას სახელი ჰქვია, ყოველი გაგზავნა ცალკე ინახება — ანუ ხედავ, რამდენჯერ გაიგზავნა და ვის მიუვიდა ყოველ ჯერზე ცალკე.

  • {saxeli} და {gvari} — პერსონალიზაცია ერთი ტექსტიდან
  • თავიდან გაგზავნა ერთი ღილაკით, ახალი კონტაქტების ჩათვლით
  • ყოველი გაგზავნის ცალკე რეპორტი და CSV-ექსპორტი

დაგეგმილი გაგზავნა

დანიშნე დრო და დაივიწყე.

აირჩიე თარიღი და საათი — ან გაიმეორე ყოველდღე, ან კვირის კონკრეტულ დღეებში, ბოლო თარიღამდე. ლექციის შეხსენება, ვადის გაფრთხილება, დღესასწაულის მილოცვა — დაყენებული ერთხელ, გაგზავნილი მაშინ, როცა საჭიროა.

  • ერთჯერადი ან განმეორებადი (ყოველდღე / კვირის დღეებში)
  • დროები თბილისის დროით
  • შეჩერება და გაგრძელება ნებისმიერ დროს

ავტომატური მილოცვები

დაბადების დღეები და დღესასწაულები — დააყენე ერთხელ, იგზავნება წლების განმავლობაში.

აირჩიე შემთხვევა — დაბადების დღე, ახალი წელი, შობა, აღდგომა, გიორგობა ან შენი საკუთარი თარიღი — დაწერე ტექსტი მზა შაბლონიდან და მონიშნე ვის მიულოცოს. დაბადების დღეზე თითოეული თავის დღეს იღებს შეტყობინებას, დღესასწაულზე კი ყველა ერთსა და იმავე დილას. აღდგომა და მასთან დაკავშირებული დღეები ავტომატურად ითვლება ყოველ წელს.

  • 19 შემთხვევა — საეკლესიო, სახელმწიფო და შენი საკუთარი თარიღი
  • SMS წინასწარ ჩამოიჭრება, ანუ იმ დღეს ბალანსზე აღარაფერია დამოკიდებული
  • {saxeli} და {asaki} — მიმართვა სახელით და ასაკით

საკუთარი სათაური

შეტყობინება მოდის შენი ბრენდის სახელით, არა უცნობი ნომრიდან.

დაარეგისტრირე Sender ID — მაგალითად MyShop — და ყველა შენი SMS ამ სახელით მივა. მოთხოვნა მიიღება ნებისმიერ დროს, აქტივაცია 48 საათამდე გრძელდება, გააქტიურებისთანავე კი SMS-ს მიიღებ.

  • 2–11 სიმბოლო: ლათინური ასოები, ციფრები, წერტილი, ტირე
  • თითო სათაურს თავისი API გასაღები აქვს
  • რამდენიმე სათაური ერთ ანგარიშზე

მიწოდების რეპორტები

იცი ვის მიუვიდა, ვის — არა და ზუსტად როდის.

ოპერატორი გვიბრუნებს მიწოდების სტატუსს და ჩვენ მას რეალურ დროში ვასახავთ ისტორიაში. ჩავარდნის შემთხვევაში ჩანს მიზეზიც — გამორთული ტელეფონი, ქსელს გარეთ, აღარარსებული ნომერი. თუ პროგრამულად გჭირდება, უბრალოდ გვკითხე API-ზე — არაფრის დარეგისტრირება არ მოგიწევს.

  • სტატუსი ქართულად: მიუვიდა · გაგზავნილია · ვერ მიუვიდა
  • GET /api/v2/getMessageStatus — სტატუსი და მიწოდების დრო
  • ყოველი შეტყობინების დეტალური გვერდი

როგორ იწყება

ოთხი ნაბიჯი პირველ გაგზავნამდე.

  1. 1

    ანგარიშის შექმნა

    სახელი, ნომერი, პაროლი — წამების საქმეა.

  2. 2

    ვერიფიკაცია

    ხელშეკრულება და პირადობის ონლაინ დადასტურება.

  3. 3

    სათაურის მოთხოვნა

    შენი ბრენდის სახელი, აქტივაცია 48 საათამდე.

  4. 4

    პირველი გაგზავნა

    პანელიდან ან API-ით — რაც მოგერჩევნება.

კითხვა დაგრჩა?

შექმენი ანგარიში და პანელიდანვე დაგვისვი — ან ნახე API დოკუმენტაცია, თუ ინტეგრაცია გაინტერესებს.

დაიწყე უფასოდ
ჩვენთან საუბარი
გიპასუხებთ მალე