კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 1 აგვისტო · ვრცელდება sendsms.ge-ზე და sendsms.ge-ის Android აპლიკაციაზე.
ვინ ვართ
sendsms.ge არის მასობრივი SMS-ის გაგზავნის სერვისი საქართველოს ნომრებზე. ამ დოკუმენტში „ჩვენ" ნიშნავს sendsms.ge-ს, „შენ" — ჩვენს მომხმარებელს, ხოლო „აბონენტი" — იმ ადამიანს, ვისაც შენ უგზავნი შეტყობინებას.
რას ვინახავთ
შენი ანგარიში
სახელი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, კომპანიის სახელი და პაროლი. პაროლი ინახება მხოლოდ ჰეშირებული სახით — ჩვენც ვერ ვკითხულობთ.
კონტაქტები, რომლებსაც შენ ატვირთავ
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი (თუ მიუთითებ) და თანხმობის ჩანაწერი. ეს მონაცემები შენია — ჩვენ მათ შენი დავალებით ვამუშავებთ და სხვა მიზნით არ ვიყენებთ.
აპლიკაცია შენი ტელეფონის საკუთარ საკონტაქტო წიგნს არ კითხულობს და ასეთ ნებართვას არ ითხოვს. აპში ჩანს მხოლოდ ის სიები, რომლებიც შენ თვითონ შექმენი.
შეტყობინებები
მიმღების ნომერი, ტექსტი, ღირებულება, გაგზავნისა და მიწოდების დრო და მიწოდების სტატუსი. ტექსტი გვჭირდება იმისთვის, რომ შეტყობინება გავაგზავნოთ და შემდეგ შენ თვითონ ნახო რა გააგზავნე.
გადახდები და ვერიფიკაცია
შენაძენის თანხა, პაკეტი და ბანკის შეკვეთის ნომერი. ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ აღწევს — მათ ბანკი იღებს თავის გვერდზე. პირადობის დადასტურებისას ვინახავთ ვერიფიკაციის სესიის იდენტიფიკატორსა და შედეგს.
აპლიკაცია
შესვლისას აპი იღებს მოწყობილობაზე მიბმულ ტოკენს და მას ტელეფონის დაცულ საცავში ინახავს. ვინახავთ იმ სახელს, რომელიც მოწყობილობამ თავის თავს დაარქვა, რომ პანელიდან შეძლო კონკრეტული ტელეფონის წვდომის გაუქმება. აპი არ აგროვებს ადგილმდებარეობას, არ კითხულობს ფაილებს და არ ითვალისწინებს სარეკლამო იდენტიფიკატორს.
ვის გადავცემთ
მხოლოდ იმას, ვის გარეშეც სერვისი ვერ იმუშავებდა:
| ვის | რას | რატომ |
|---|---|---|
| uBill | მიმღების ნომერი და ტექსტი | შეტყობინების ფიზიკურად გაგზავნა ოპერატორამდე |
| საქართველოს ბანკი | შენაძენის თანხა და შეკვეთის ნომერი | გადახდის მიღება |
| Didit | პირადობის დადასტურების სესია | კანონით სავალდებულო იდენტიფიკაცია |
| Telegram | ჩატში დაწერილი ტექსტი | საიტზე ცოცხალი მხარდაჭერა |
შენს მონაცემებს არავის ვყიდით და სარეკლამო მიზნით არავის გადავცემთ. კანონის ან სასამართლოს მოთხოვნით გაცემა ხდება მხოლოდ იმ მოცულობით, რასაც მოთხოვნა ითვალისწინებს.
რამდენ ხანს
ანგარიშსა და კონტაქტებს ვინახავთ მანამ, სანამ ანგარიში არსებობს. შეტყობინებებისა და გადახდების ჩანაწერს — მინიმუმ იმ ვადით, რასაც საბუღალტრო კანონმდებლობა მოითხოვს, რადგან ეს შენივე ხარჯის დოკუმენტია. ანგარიშის წაშლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს ვშლით, გარდა იმისა, რისი შენახვაც კანონით გვევალება.
შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენს შესახებ არსებული მონაცემების ასლი, მათი შესწორება ან წაშლა, და უარი თქვა სერვისზე. მოგვწერე — თხოვნას გონივრულ ვადაში ვუპასუხებთ.
თუ შენი აბონენტი მოითხოვს, რომ შენგან შეტყობინებები აღარ მიიღოს, ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს. კონტაქტის გამოწერიდან მოხსნა პანელშივე შეგიძლია, და ასეთ ნომერზე ჩვენი სისტემა შემდეგ აღარაფერს გაგზავნის.
პასუხისმგებლობა აბონენტების მონაცემებზე
კონტაქტების სია, რომელსაც ატვირთავ, შენი პასუხისმგებლობაა. მისი ატვირთვით ადასტურებ, რომ ამ ადამიანებს აქვთ მოცემული თანხმობა შენგან შეტყობინებების მიღებაზე. ჩვენ ამ თანხმობის ჩანაწერს ვინახავთ, მაგრამ თანხმობის მოპოვება შენი ვალდებულებაა.
უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია (HTTPS). პაროლები ჰეშირებულია. მონაცემთა ბაზა ინტერნეტიდან მიუწვდომელია. აპლიკაციის ტოკენი ტელეფონის დაცულ საცავშია და თითო მოწყობილობას ცალკე აქვს — დაკარგული ტელეფონის წვდომა პანელიდან ერთი ღილაკით უქმდება, დანარჩენი მოწყობილობების შეწუხების გარეშე.
კონტაქტი
კითხვები კონფიდენციალურობაზე: info@sendsms.ge ან პანელში მხარდაჭერის ბილეთი.
ქართული
English
Русский